საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ელექტრომობილების პირველი საწარმო მალე ქუთაისში აშენდება – Euronews

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ელექტრომობილების პირველი საწარმო მალე ქუთაისში აშენდება, – ამის შესახებ Euronews-ი წერს. „ქუთაისი საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქია. ესაა საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი – განვითარებადი მრეწველობით.  საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ელექტრომობილების პირველი საწარმო მალე ამ ქალაქში აშენდება. პროექტი ქართული და ჩინური კომპანიების თანამშრომლობით განხორციელდება. მას მხარს უჭერს საქართველოს მთავრობაც. საწარმო წელიწადში 40 000 ელექტრომობილს აწარმოებს. ქუთაისი მალე გახდება ქალაქი, რომელიც მომხმარებლებს ელექტროავტმობილების გაზიარების სერვისს (car sharing) შესთავაზებს“ – წერია სტატიაში.