საქართველოდან ექსპორტზე უკვე 3 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა

2019 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3,426 ტონა შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო, რამაც განაპირობა ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს, ამავე პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 5,544 ტონა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.