საქართველოდან ბოლო 7 თვეში ექსპორტზე 16.5 ათასი ტონა თხილი გავიდა

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში საქართველოდან 16.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდა: 

  • გერმანია -4 342 ტონა;
  • იტალია -3 927 ტონა;
  • ჩეხეთში – 804 ტონა;
  • ესპანეთში – 489 ტონა;
  • ლიეტუვაში – 486 ტონა;

რუსეთში აღნიშნულ პერიოდში 799 ტონა თხილი გავიდა. 

სამინისტროს ინფორმაციითვე, აღნიშნულ პერიოდში თხილის ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (53%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 30.7 მლნ აშშ დოლარით (55%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin