საფრანგეთში ფუტკრებისთვის მავნე ნეონიკოტინოიდების გამოყენება აიკრძალა

საფრანგეთში, მცენარეთა დაცვის სფეროში ფართოდ გამოყენებადი, თუმცა, ფუტრების პოპულაციისთვის საფრთხის შემცველი ნეონიკოტინოიდის ყველა სახეობის გამოყენება აკრძალეს. მიზეზი ქვეყანაში ფუტკრების მასობრივი დაცემაა. ნეონიკოტინოიდი მსოფლიოში ყველაზე ფართო გამოყენების ინსექტიციდია და მას ფუტკარი ყველაზე მეტად ეტანება. ეს ქიმიური საშუალება ბლოკავს მწერის ნერვულ დაბოლოებებს, აქვეითებს იმუნიტეტს და ის საბოლოოდ, შიმშილით კვდება. ფუტკრის პოპუპილაციის კლება კი პირდაპირ კავშირშია მოსავალთან, რადგან სწორედ ეს მწერია დამტვერვის წყარო.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin