საუბარია 15 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე – ნათია თურნავა 

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, 15 თებერვლიდან ამუშავდეს – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, “15 თებერვლიდან, თუ არ მოგვეცა საშუალება მანამდე, იხსნებიან ბაზრობები, ვსაუბრობთ სკოლებზე, ტრანსპორტზე”. 

1 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების მიუხედავად, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერებული იქნება. კვლავ შეწყვეტილი იქნება საქალაქთაშორისო მიმოსვლაც. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების აქციები მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ აუცილებელია ხალხს მიეცეს ეკონომიკური საქმიანობის უფლება და ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა ადამიანებმა შეძლონ სამსახურებში წასვლა.

საქართველოს 8 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 28 ნოემბრიდან გაჩერებულია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin