სასწორი ყურძნის ჩამბარებლის სასარგებლოდ

სოფელ ველისციხეში, კახური ტრადიციული მეღვინეობის ქარხანაში, კომპანიამ სასწორში დამონტაჯებული მოწყობილობა აღმოაჩინა, რომელიც ყურძნის წონას ხელოვნურად ზრდიდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებელს ზვიად ჩხაიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, კომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა, ველისციხის ქარხნის ელექტრო სასწორის მუშაობასთან დაკავშირებით,  2 დღის წინ გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა. „ხარვეზის შესახებ სათავო ოფისში, ცენტრალიზებული სისტემის დახმარებით ვიღებდით ინფორმაციას, შევქმენით სპეციალისტების ჯგუფი და ერთ-ერთ სასწორში უცხო ნივთი ვიპოვეთ. დაკვირვების პერიოდში, ერთი სასწორიდან მეორეზე გადავიტანეთ ყურძნით დატვირთული მანქანა და 2 ტონამდე ცდომილება მივიღეთ.“

როგორც „აგროგარემო ტვ“-ის კომპანიის დამფუძნებელმა განუცხადა, ზარალს ფინანსური დეპარტამენტი ითვლის და რამდენიმე დღეში ცნობილი  გახდება, რა რაოდენობის ზარალი მიადგა ღვინის საწარმოს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობობს.