სასოფლო-სამეურნეო პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტი ოფიციალურად დაინერგა

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების სისტემა „გეოგაპი“ დაინერგება, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას შეუწყობს ხელს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების სისტემის „გეოგაპის“ დანერგვის მიზნით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის თქმით კეთილსინდისიერი ფერმერების მიერ წარმოებული ხარისხიანი ქართული პროდუქტის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამას ემსახურება „გეოგაპის“ სერტიფიცირების სისტემის დანერგვა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. „გეოგაპი“   კარგი სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო პრაქტიკის ქართული ანალოგია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, ქართველ ფერმერებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობა ექნებათ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin