სასათბურე მეურნეობის მოწყობა – არსებული გამოწვევები და საქართველოს ბანკის შეთავაზებები ფერმერებს

საქართველოს სოფლის მეურნეობას მდიდარი ტრადიციები გააჩნია, რაც ქვეყნის ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. გარდა სეზონური აგრომიმართულებებისა ქვეყანას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია არასეზონური ხილის და ბოსტნეულის მიმართულებითაც.  ეს კი შეუძლებელია სათბურებისა და სპეციალურად მოწყობილი კონსტრუქციების გარეშე.

სათბური მეწარმე- ფერმერს საშუალებას აძლევს არ იყოს დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე და მზის ენერგიის აკუმულირებით მოხდეს მცენარეთა ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა ფაქტორი. სათბურის კიდევ ერთი უპირატესობა- ეს არის, დავიცვათ მცენარეები ბუნების არახელსაყრელი ზემოქმედებისგან _ სეტყვა, ქარი, გვალვა, წაყინვები.

თანამედროვე სათბურები აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია შევქმნათ მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და მივიღოთ მაქსიმალური მოსავალი.

“სათბურის მშენებლობა 2019 წელს დავიწყეთ და პირველი მოსავალი 6 თვის წინ ავიღეთ. ძირითადად მოგვყავს კიტრი, პომდორი და სხვადასხვა სახის მწვანილი. რთული არ არის, მთავარია, მშენებლობის დაწყებამდე სამუშაოების სწორად დაგეგმვა და  გამოცდილი სპეცილისტები” – დავით ონიანის სასათბურო მეურნეობა წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანებში აქვს გაშენებული.

ფერმერი გვიყვება, რომ  სათბურის კარგი მოსავლიაონისთვის მნიშველოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების  ეფექტური გამოყენება, მათ შორის მაღალი ხარისხის  კარკასის შესაფუთი მასალა, სარწყავი სისტემა და სხვა.

სათბურის მოწყობა:

სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განსხვავებულია სათბურის კონსტრუქციები. მრავალგვარია სათბურის ასაგები მასალაც _ რკინა, ალუმინი, ხე, მსუბუქი შენადნობები, პლასტიკატური მასალები და სხვა.

სათბურის გადასახურად გამოიყენება:

  • მინა;
  • სპეციალური პოლიეთილენი. (ცელოფანი)
  • პოლიკარბონატი.

სათბურის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი ფაქტორები:

  • სარწყავი სისტემის ფოტო – გაერთიანებული
  • ვენტილაცია
  • სადრენაჟო და სარწყავი სისტემა
  • სათბურის გათბობა

სათბურის მოწყობის ღირებულება განსხვავებულია, დამოკიდებულია სათბურის ფართობზე, გამოყენებულ  სამშენებლო და შესაფუთ მასალაზე და თანამდროვე დანადგარებზე.

აგროტექნოლოგი, ნინო ხარხელაური განმარტავს, რომ სათბურის ეფექტურობის გასაზრდელად აუცილებელია, აქტიურად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები – გაგრილების და მორწყვის სისტემა, ავტომატიზირებული მექანიზმები და სხვა. თუმცა სპეციალისტი აქვე განმარტავს, რომ ყოველივე ეს საჭიროებს ფინანსებს.

„ორი წლის წინ თუ სათბურისთვის საჭირო მილკვადრატებში 2.50   ლარს ვიხდიდით, დღეს ეს ფასი 9 ლარამდეა გაზრდილი, ასევე მოიმატა შესაფუთი მასალების – პოლიეთილენის, პოლიკარბონატის ღირებულებამ. გამოდის, რომ ფერმერისთვის სათბურის აშენება დღეს ორმაგ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეწარმისთვის დიდი დაბრკოლებაა.“ – აცხადებს ნინო ხარხელაური.

მოცემული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვბენლოვანია ფერმერთა დახმარება.


საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, წავახალისოთ აგროსექტორში დასაქმებული ფერმერები. შევთავაზოთ მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები. სწორედ იმ მიზნით, რომ დავხმარებოდით რეგიონში არსებულ ბიზნესებს გაფართოებასა თუ გაძლიერებაში, მათ შევთავაზეთ აგროსესხი, რომელიც ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, გაზარდონ წარმოება, ააშენონ ან კეთილმოაწყონ საწარმოო შენობა-ნაგებობები; შეიძინოთ აგრობიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკა, გააფართოვონ მეურნეობა.  სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესის მდგრადობისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ამიტომ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მეწარმეებს შევთავაზოთ დროული გადაწყვეტილებები, შევუქმნათ ახალი შესაძლებლობები.  ჩვენ არ ვჩერდებით და აგროსექტორის მხარდასაჭერად მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, რათა მათ შეძლონ ბიზნესის გაძლიერება, დამატებითი შემოსავლის მიღება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა”,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin