სარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, თურქეთიდან 49 ტონა კარტოფილი შემოვიდა.

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კვლევის შედეგად, კარტოფილში რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა.

აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin