საოკუპაციო ხაზთან, სოფელ პერევში, სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საჩხერეში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში, სატყეო – სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.