სან-დიეგოს ზოოპარკში რამდენიმე გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ში სან-დიეგოს ზოოპარკში რამდენიმე გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა – წერს CNN ზოოპარკის ოფიციალურ განცხადებასა და გუბერნატორ გევინ ნიუსომის ნათქვამზე დაყრდნობით. 

გამოცემის თქმით, ამჟამად სამი ცხოველი ვირუსის სიმპტომებს ავლენს, ორ მათგანს კი კორონავირუსი უკვე დადასტურებული აქვს. არსებობს ეჭვი, რომ ისინი ასიმპტომური პერსონალის მიერ დაინფიცირდნენ. 

ეს პრიმატებს შორის ტყვეობის პირობებში კორონავირუსის, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევაა. ზოოპარკის წარმომადგენლების თქმით, გორილები ოჯახებად ცხოვრობენ, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ყველა წევრი გამოსაკვლევია. 

“გასულ ოთხშაბათს ზოოპარკის ორმა გორილამ ხველა დაიწყო. ისინი ამჟღავნებდნენ სიმპტომებს, როგორიც ადამიანებს აქვთ. პირველი გამოკვლევით ვირუსის არსებობა პარასკევს დაადასტურა” – ამბობენ ზოოპარკში. 

ვეტერინარები სან-დიეგოს ზოოპარკის ბინადარ გორილებს აკვირდებიან, ისინი კი გალიაში კარანტინში რჩებიან. 

წყარო: cnn.com

ფოტო: daily mail

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin