რძის პროდუქტი, ხორცი, მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი – სამომხმარებლო კალათის ამ 5 ძირითად პროდუქტზე 2020 წლის დეკემბერში მსოფლიო ფასები გაიზარდა. ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აქვეყნებს.
- მცენარეული ზეთის ფასები გაიზარდა 4.7%-ით;
- რძის პროდუქტების ფასები გაიზარდა 3.2%-ით;
- ხორცის პროდუქტების ფასები გაიზარდა 1.7%-ით;
- მარცვლეულის ფასები გაიზარდა 1.1%-ით;
- შაქრის ფასები გაიზარდა 0.6%-ით.
2020 წელს, FAO-ს ფასების ინდექსმა ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება. იგი წარმოადგენს სახელმწიფოთა შორის სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის შედეგად მიღებულ საშუალო ქულას, რომელიც ასახავს პროდუქტის ფასების დინამიკას მსოფლიო მასშტაბით.
წყარო: fao.org