სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები 20 წლის შემდეგ პირველად მოირწყა

სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები 20 წლის შემდეგ პირველად მოირწყა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 2000-იანი წლების დასაწყისიდან ამ დრომდე, მათ ნაკვეთების მორწყვის საშუალება არ ჰქონდათ, რამაც ეს ადგილები მოსახლეობისგან დაცლის საფრთხეის წინაშე დააყენა. მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაციის შედეგად აშენდა სატუმბი სადგურები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავი სისტემის 16- კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. ამის შედეგად, წყლით უზრუნველყოფილია 1000- ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.