სამეფო ოჯახის ფუტკრებს ელისაბედ მეორეს გარდაცვალება შეატყობინეს

სამეფო მეფუტკრემ ბუკინგემის სასახლისა და კლარენს ჰაუსის ტერიტორიაზე განლაგებულ სკებს აცნობა დედოფლის გარდაცვალების შესახებ.

როგორც უცხოური მედია იუწყება,ეს საიდუმლო ტრადიცია საუკუნეების წინ ითვლის. ამ უცნაურ რიტუალს საფუძვლად უდევს ძველი ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც, თუ ფუტკარს მესაკუთრის შეცვლის ამბავს არ შეატყობინებენ, თაფლს არ აწარმოებენ, სკას დატოვებენ ან დაიხოცებიან.

ფუტკრებს ისიც უთხრეს, რომ მათი ახალი ბატონი ახლა მეფე ჩარლზ III იყო.

სასახლის ოფიციალურმა მეფუტკრემ, ჯონ ჩაპლიმ, რომელიც 79 წლისაა, ყველა სკას სამგლოვიარო შავი ლენტი შეაბა, ყველა მათგანზე დააკაკუნა და ფუტკრებს მოუწოდა, კეთილგანწყობილიყვნენ თავიანთი ახალი ბატონის მიმართ შემდეგი ტრადიციული ფრაზით: „თქვენი პატრონი გარდაიცვალა, მაგრამ არ გაფრინდეთ. ახალი პატრონი კარგად მოგექცევათ“

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფალს 19 სექტემბერს, ლონდონში დაკრძალავენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin