სამეგრელოში, ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში, სპეციალისტები მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში, მეფუტკრე ფერმერებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ფუტკრის დაცემის ერთი შემთხვევა, რომელსაც სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა, აღინიშნა, რომ ფუტკრის დაცემა ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებულ წამლობას არ გამოუწვევია, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრეებთან ახლოს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ჩატარებულა. სპეციალისტები მეფუტკრეებს ურჩევენ სწორად შერჩეული სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას, პრეპარატის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისად მოქმედებას და საფუტკრეების დროულ იზოლირებას. ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია სკაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება და პროფილაქტიკური ღონისძიებების დროული ჩატარება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin