სამეგრელოში მეფუტკრეებს “მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების მუშაობის პრინციპი გააცნეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტებში, მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, მეფუტკრეებს, მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდეს და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკური მეთოდები გააცნეს. სააგენტოს ცნობით, უსაფრთოების წესები დაცვის მიზნით და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, შეწამვლითი ღონისძიებები საღამოს საათებში, მაშინ ჩატარდება, როცა ფუტკარი უკვე დაბინავებული იქნება. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება.