სამეგრელოდან 5 ტონა ლოკოკინა იტალიაში გაიტანეს

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში წარმოებული ლოკოკინის პირველი პარტია ექსპორტზე იტალიაში უკვე გავიდა. კომპანია „ნადი გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ ნადარაია აცხადებს, პირველ ჯერზე 5 ტონა ლოკოკინა გაიტანეს ქვეყნიდან, წლის ბოლომდე კი, საექსპორტო მაჩვენებლის 20 ტონამდე გაზრდიან. სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინით იტალიური რესტორნები და სუპერმარკეტები მომარაგდება. ასევე, მისით მედიკამენტებისა და პარფიუმერული მალამოების წარმოებაც იგეგმება. ქართული ლოკოკინა ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარია. ევროპის ქვეყნებში 1 კგ ლოკოკინის ფასი 5 ევრომდეა, საქართველოში წარმოებული ლოკოკინა კი 3 ევრო ღირს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin