სამეგრელოდან ლოკოკინას ხორცს ექსპორტზე გაიტანენ

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა. როგორც საწარმოს ხელმძღვანელები აცხადებენ, წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას ხორცის წარმოებას აპირებენ და პროდუქციას საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში გაიტანენ. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმის, „ნადი გრუპი“ ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. საქართველოში პირველი ლოკოკინების ფერმა ახალციხეში, სოფელ მუსხში მდებარეობს. ლალი ცუხიშვილმა ოჯახურ პირობებში ლოკოკინების მოშენების იდეა ბიზნესად რამდენიმე წელია აქცია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin