სამაცივრე მეურნეობების 2020 წელი – მეოთხე კვარტალის შედეგები

2020 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა 8.6 ათასი ტონა პროდუქცია შეისყიდა. მომსახურების ფასმა კი 5.2 მლნ. ლარი შეადგინა. – ინფორმაციას საქსტატის ანგარიშში ვკითხულობთ. 

2020 წლის IV კვარტალში მაცივრებში 77 ათასი ტონა პროდუქცია იყო შენახული, აქედან:

  • 60 % – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით);
  • 16.3 % -ხილი და ბოსტნეული;
  • 14.2% -პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები;
  • 5.5 % – თევზეული;
  • ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ 54.9 მლნ. ლარის ღირებულების (10.9 ათასი ტონა) პროდუქცია გაიყიდა. ღირებულების მიხედვით, იმპორტირებული  პროდუქციის წილი 45.9 % -ია, ადგილობრივი წარმოების კი 29.4 %. 

ამასთან, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 80.3 % ქათმის ხორცზე მოდიოდა.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ხილი, ბოსტნეული და ქათმის ხორცი იყიდება. 

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 168 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რეგიონების მიხედვით მათი განაწილება შეგიძლიათ გრაფიკზე იხილოთ. 

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის IV კვარტალში მომსახურება 239 მომხმარებელს გაეწია. სამაცივრეებმა პროდუქცია 587 მწარმოებლისგან და გადამყიდველისგან შეისყიდა. 

რაც შეეხება ელევატორებს, 2020 წლის მეოთხე კვარტალში მათ 105.3 მლნ. ლარის ღირებულების 107.1 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდეს, საიდანაც 52.5 % ადგილობრივი წარმოების იყო. ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ხორბლის ფქვილი ჭარბობდა.  ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 81.1 % სწორედ ხორბლის ფქვილზე მოდიოდა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin