სამართალდამცავები მობილიზებული არიან ნამოხვანშიც

საპოლიციო ძალების მობილიზებაა სოფელ ნამოხვანშიც. ადგილობრივი მოსახლეობასა და პოლიციას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპროექტო ტერიტორიაზე კომპანიამ სამშენებლო ტრაქტორი შეიყვანა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის ნამახვანისკენ მიმამვალი გზა გადაკეტილი არ არის, თუმცა მისივე თქმით, ადგილზე სამართალდამცავების განსკუთრებული მობილიზებაა. 

ნამოხვანში ადგილობრივები ჰესის წინააღმდეგ აქციებს უკვე 123-ე დღეა მართავენ. საპროექტო ტერიტორიაზე ვითარება გუშინაც დაძაბული იყო, სამართალდამცავები ადგილობრივ აქტივისტებს ნამახვანი ჰესისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. 

19 თებერვალს სოფელ ნამოხვანში კომპანია ENKA-მ ჰესისთვის მიმდინარე სამუშაოები განაახლა, მათი განცხადებით ისინი სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებს აწარმოებენ. 

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა არასამთავრობო ორგანიზაციამ მწვანე ალტერნატივა. წერილში ჩამოთვლილია ის კვლევები, რომლის წარდგენის ვალდებულებაც კომპანიას მშნებლობის დაწყებამდე ჰქონდა, თუმცა არ ჩაუტარებია. 

მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მშენებელი კომპანია ენკა სამუშაოებს კანონდარღვევით ახორციელებს. 

მასალა ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ აქ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin