საერთაშორისო ინვესტიციების ზრდა თუ ციფრებით მანიპულირება?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 237 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასულ 2019 წელს მილიონი დოლარით აჭარბებს.

„ეს კვლავ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის სისწორეს და ეფექტურობას“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემები 2015 წლის შემდეგ ერთ ერთი ყველაზე დაბალი იყო ქვეყანაში.

რაც შეეხება მეორე კვარტლის მონაცემებს სხვა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი 2008 წელს, 607 მილიონი დოლარი იყო; 2010 დან 2015 წლამდე მეორე კვარტალში 200-დან 300 მილიონ დოლარამდე იყო, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციები 493 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რის შემდეგაც კვლავ კლება იწყო და 2019 წელის მეორე კვარტალი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საინვესტიციო ფონით გამოირჩეოდა.

მეორე კვარტლის სტატისტიკა
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin