რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი თბილისში

დღეს თბილისში რძის სექტორის კონგრესი გაიმართა. ღონისძიებაზე  200-ზე მეტი კომერციული მერძევე ფერმერი, გადამამუშავებლები, მანქანა-დანადგარების მიმწოდებლები, დარგის ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენები შეიკრიბნენ. რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, წარმოების პროცესში არსებულ რისკებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელეს.