რძე და რძის პროდუქტები დღგ-სგან ვერ თავისუფლდება

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. რძე და რძის პროდუქტები დღგ-სგან ვერ თავისუფლდება. განსახილველად საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა   ხუციშვილმა  წარადგინა. მისი განცხადებით, მოქმედი რეგულაციით დღგ-ისგან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი, ერთიან საგადასახდო რეჟიმში მოექცევა რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები. წინასწარი ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად შესაძლებელია 35 მლნ. ლარი დააკლდეს.