რუსთავის აზოტს თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით მეორე დღეა გაფიცულები არიან

რუსთავის აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებსა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის დიალოგი უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული თანამშრომლების თქმით, კომპანია მათთვის ხელფასების მომატებაზე ” კატეგორიულ უარს აცხადებს”. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა.მათივე თქმით, პროტესტს მანამ გააგრძელებენ, ვიდრე, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

როგორც აქციის მონაწილეები “ინფო რუსთავთან” აღნიშნავენ, ეკონომიკის მინისტრი 2019 წლის 31 ოქტომბერს საწარმოში სტუმრობისას თანამშრომლებს ხელფასის 20%-ით მომატებას დაჰპირდა, რაც აქციის მონაწილეების თქმით ამ დრომდე არ შესრულებულა. 

საკითხთან დაკავშირებით კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ, უწყება პასუხის დაბრუნებას ჯერ კიდევ გუშინ დაგვპირდა, თუმცა მათგან საპასუხო კომენტარი ამ დრომდე არ მიგვიღია, დღეს კი სამინისტროში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

ფოტო: ინფო რუსთავი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin