როგორ დავიცვათ თავი მავნებელ-დაავადებებისა და სარეველებისგან ქლიავის ბაღში – აგრო რჩევები

მავნებლები და დაავადებები ქლიავის ბაღს დიდ ზიანს აყენებენ და ნაყოფის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს აუარესებენ.

ქლიავის კულტურის ძირითადი მავნებლებია: აღმოსავლური ნაყოფჭამია, ოქროკუდა, ფოთოლხვევიები, ბუგრები, ტკიპები, ცხვირგრძელები და სხვა. ამ კულტურას განსაკუთრებით აზიანებს შემდეგი დაავადებები: მონილიოზი, ნაცარი, კლასტეროსპოროზი, ნაცრისფერი სიდამპლე, პოლისტიგმოზი და სხვა.

აუცილებელია მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელება აგროვადების მკაცრი დაცვით. ხეხილის ბაღებში სარეველების კონტროლისთვის გამოიყენება, როგორც მექანიკური გაფხვიერება-გამარგვლის მეთოდი, ასევე ქიმიურიც – ჰერბიციდები.

ჰერბიციდები ბაღში შეაქვთ მწკრივებში 80 – 100 სმ-ის ზოლებად. ბაღში იყენებენ კონტაქტურ და სისტემურ აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ პრეპარატებს – გლიფოსატი (კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი და სხვა) – 4-6 ლიტრი/ჰა, გლიფოსინატი, დიქვატი – (ბასტა, რეგლონი) – 3 – 4 ლიტრი/ ჰა და სხვა დაშვებული ჰერბიციდები.

გასათვალისწინებელია, რომ ჰერბიციდის მცენარის მწვანე ნაწილებზე მოხვედრა დაუშვებელია.

რიგთაშორისებში სარეველების კონტროლისთვის მიმართავენ სიდერატების თესვას, დაკორდებას, რომლის რეგულირებასაც ახდენენ ვეგეტაციის პერიოდში ხშირი 4 -6 თიბვით. ასევე გავრცელებულია შავი ანეულის მეთოდიც – სეზონის განმავლობაში რიგთაშორისების მრავალჯერადი კულტივაცია.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin