როგორია ქარიშხლების გავლენა ლათინური ამერიკის ქვეყნებზე

კოვიდ 19-სა და კლიმატის ცვლილებების ფონზე ლათინურ ამერიკაში ქარიშხლებს ჩვეულებრივზე უფრო მძიმე გავლენა აქვს. ამის შესახებ CNN წერს.

ძლიერი წვიმების გამო ადიდებული მდინარეები, განადგურებული მარცვლეული კულტურები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დატბორილი სკოლები, გადაკეტილი გზები –  ამ თვეში მეოთხე კატეგორიის ორი ქარიშხლის შემდეგ, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები (ნიკარაგუა, ჰონდურასი და გვატემალა) რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

”კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი კიდევ გაიზრდება, რადგან თავშესაფრებში ადგილს კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეძებს. ბოლო წვიმის შედეგად თავშესაფარში უკვე 17 500-ზე მეტი გვატემალელია მოთავსებული“ – თქვა გასულ კვირას გვატემალაში ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციის წარმომადგენელმა მირიამ აგილარმა.

ქვეყნები შიმშილობის საშიშროების წინაშეც არიან. სკოლები პანდემიისა და ქარიშხლების გამო ჩაკეტილია. ბავშვები, რომლებიც სკოლის კვებაზე იყვნენ დამოკიდებული, ახლა ამ სერვისის გარეშე აღმოჩნდნენ.

”ხალხმა არ იცის სად წავიდეს” – ამბობს ლეონარდო პინედა, ადგილობრივი ჰონდურასის არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი. მან CNN-თან განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა მიგრაციაზე დაიწყეს საუბარი.

სტატია სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin