„რიონის ხეობის მცველები” პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე აქციას შეუერთდებიან

“რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად მოდიან, – ამის შესახებ აგრო გარემო TV-ის ინფორმაცია აქციის  ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიტა მუსელიანმა დაუდასტურა. მისი თქმით აქციაზე მოდიან სხვა ორგანიზატორებიც, მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი, კახა ასათიანი. 

როგორც მარიტა მუსელიანი გვეუბნება, აქციაზე ჩამოსვლის გადაწყვეტილება საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ მიიღეს, თუმცა მისივე თქმით, აქციაზე ჩამოსვლას რიონის ხეობის მცველთა ნაწილი მოწოდების გარეშეც აპირებდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ძალადობრივ ქმედებებს ემიჯნებიან და პარაკლისზე დასწრებას აპირებენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin