რთველის სუბსიდირება 2020

კორონა ვირუსის პანდემიის გამო 2020 წლის რთველი კვლავს სუბსიდირებით ჩაივლის, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია პირდაპირი სუბსიდირებისთვის 40 მილიონი ლარი. გადწყვეტილების შედეგად მევენახეები რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 1 კილოგრამ ყურძენში მინიმუმ 80 თეთრს მიიღებენ.

სუბსიდიას მიიღებენ ის ღვინის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონიდან არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 თეთრს, აგროგარემო ტვ-ს ხელმძღვანელი ნუგზარ სუარიძე ფიქრობს, რომ თუ სუბსიდირების მიზანი ფერმერების და მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლების დამხარებაა, გაუგებარია რატომ სუიფსიდირდება ფასი მხოლოდ იიმ კომპანიებზე, რომლებიც 1000 ტონაზე მეტ ყურძენს მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რთველის სუფსიდირება რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ წელს კვლავ განახლდება სავარაუდო ფასით ფერმერები მაინც უკმაყოფილოები არიან და ფიქრობენ რომ, თეთრი ყურძნის მინიმალური ღირებულება 1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დარგის სპეციალისტები და ეკონომისტების ნაწილი ფიქრობდნენ, რომ რთველის სუფსიდირებიდან გამოსვლა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო და ეს პრაქტიკა აღარ უნდა გამეორებულიყო.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin