რეკორდი ინდოეთში: მოხალისეებმა 12 საათში 66 მილიონი ხე დარგეს

ინდოეთში, 12 საათის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის, 66 მილიონი ხე დარგეს. მადჰია-პრადეშის შტატში, მდინარე ნარმადის სანაპიროსთან გამართულ გარემოსგაცვით კამპანიაში 1.5 მილიონზე მეტი მოხალისე ჩაერთო. ინდოეთმა კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებაზე ხელმოწერით, აიღო ვალდებულება, 2030 წლამდე, ქვეყანაში ტყის მასივი 5 მილიონი ჰექტარით გაზარდოს. სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა გარემოსდაცვითი აქციაც. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდი უტარ-პრადეშის შტატშიც დაამყარეს. მოხალისეებმა მაშინ დღე-ღამის განმავლობაში, 50 მილიონი ხე დარგეს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin