რეკომენდაციები სურსათის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ობიექტებისთვის

ირაკლი ჩიქოვანმა მედიას სურსათის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ობიექტებისთვის უსაფრთხოების რეჟიმთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიას შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პერსონალი ვალდებულია, გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი, ასევე ხშირად, თხევადი საპნით და წყლით უნდა დაიბანოს ხელები, ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები უნდა დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით;

ამასთან, პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით. სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმები. ნახეთ, ვალდებულებების სრული ჩამონათვალი:

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin