რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველოში შიმშილობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველო 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზეა. მეზობელ ქვეყნებს, საქართველოსთან შედარებით, უკეთესი მაჩვენებელი აქვთ: სომხეთი 30-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 29-ე ადგილზეა, რუსეთი 22-ეზე, თურქეთი კი მე-17 პოზიციას იკავებს. რეიტინგში ბოლო, 177-ე ადგილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა. Concern Worldwide-ის კვლევა შიმშილობის ინდექსს 4 კრიტერიუმით ითვლის. მათ შორისაა არასაკმარისი კვება, წონის ნაკლებობა ბავშვებში, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა. საქართველოში შიმშილობის ინდექსი 2005 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, მაგრამ უკანასკნელი მონაცემი 2010 წელთან შედარებით გაუარესდა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin