რა უნდა იცოდეთ ფოთლის წვის შესახებ

ფოთლების წვა საშიშია გარემოსთვის, ამ დროს გამოყოფილმა კვამლმა შეიძლება გაგიღიზიანოთ თვალები, ცხვირი და ყელი – ინფორმაციას “ცოდნის კაფე” ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. მათი თქმით, თუ დიდი რაოდენობით ისუნთქეთ ნახშირბადის მონოქსიდი, რომელიც ფოთლების წვისას გამოიყოფა, სისხლში და ფილტვებში მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, რაც ხველას, ხიხინის და სუნთქვის სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ეს ყველაფერი კი გრძელვადიან პერსპექტივაში საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. მოსახლეობის ნაწილი, ხმელ და ნედლ ფოთლებს წვავს ტერიტორიის გასათავისუფლებლად, რაც ეკოლოგიას და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ნარჩენების მართვის კოდექსით, ფოთლების დაწვა, თუნდაც საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს. ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით დაწვა – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin