რა ეტაპების გავლაა საჭირო ბიოსერტიფიკატის ასაღებად?

ბიოსერტიფიკატის მიღებამდე მეურნეობა კონვერსიის პერიოდს გადის. კონვერსია ინტენსიური მეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია, რომლის დროსაც ბიოწარმოების მეთოდები გამოიყენება. მრავალწლოვან კულტურებზე და მათ შორის ვაზზე კონვერსიის პერიოდი 12-36 თვეს შეადგენს. 

თავდაპირველად განისაზღვრება მეურნეობის სამართლებრივი სტატუსი (ინდმეწარმე, შპს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და ა.შ.).

მეურნე, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში (ნაკვეთი დაფიქსირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში) და აქვს სურვილი, აწარმოოს ბიოპროდუქცია, განცხადებით მიმართავს ბიომასერტიფიცირებელ ორგანოს აღრიცხვაზე აყვანის მიზნით;

მასერტიფიცირებელ ორგანოს მეურნე აღრიცხვაზე აჰყავს და კონვერსიის (გარდამავალ) პერიოდს უსაზღვრავს. 

ბიომასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ კონვერსიის პერიოდში ინსპექტირება წელიწადში 2-ჯერ ხდება. პირველ ინსპექტირებაზე მეურნე წინასწარ გაფრთხილებულია, მეორე ინსპექტირება კი გაუფრთხილებლად მოხდება.

ინსპექტირების საფასური განისაზღვრება ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ინსპექტირებაზე დახარჯული დროის და მთელი რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ინსპექტირებამდე, მასერთიფიცირებელი ორგანოს მიერ გადმოგზავნილი ინვოისის საფუძველზე.

დაინტერესებული პირი (ფერმერი) ამჟღავნებს თეორიულ მზაობას კონვერსიისათვის, მან იცის ბიომეურნეობის ძირითადი პრინციპები და მეთოდები, აგრეთვე ქვეყანაში მოქმედი ბიორეგულაციები და საკანონმდებლო აქტები. იგი წერილობით წარმოადგენს კონვერსიის ეკონომიკურ, ფინანსურ და საერთო გეგმებს.

ინსპექტირებისას მეურნე ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარები და ინსპექტორს წარუდგინოს ჩანაწერები მეურნეობაში ჩატარებული ყველა სამუშაოს შესახებ.

კონვერსიის პერიოდის გავლის შემდეგ თუ რისკები და დარღვევები არ დაფიქსირდა და მეურნეობა აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ ბიოსტანდარტის მოთხოვნებს, მეურნე  შესაბამის ბიოსერტიფიკატს მიიღებს. 

წყარო: სოფლის მეურნეობის განვითარების კვლევთი ცენტრი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin