რა დოკუმენტებია საჭირო თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად?

4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ვებგვერდზე ატვირთონ თურქეთიდან დასაქმების შესახებ მიღებული სამთვიანი ოფიციალური მიწვევა. დოკუმენტის ატვირთვიდან ერთ კვირაში მოქალაქე მიიღებს სმს შეტყობინებას, მისცემენ თუ არა მას თურქეთში წასვლის უფლებას – განმარტა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ნინო ნიჟარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები.

აქვე შეგახსენებთ, რომ სასოფლო სამეურნეო სფეროში დროებითი დასაქმების შესახებ საქართველოში არსებულ პირობებზე აგროგარემო ტვ-ს გადაცემა „აგროგილდიის პრესკლუბში„ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა ისაუბრა და დასაქმების მსურველებს მიმართა, დაუკავშირდნენ სამინისტროს. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin