რაჭაში რთველი იწყება

რაჭაში რთველი იწყება. წელს რეგიონში 1500 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალს ელიან. მევენახეები ყურძნის კრეფას წვიმების გადაღებისთანავე დაიწყებენ. წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის კომპანიები ადგილობრივებისგან ყურძენს 10-მდე ლოკაციაზე მიიღებენ. ღვინის ეროვნული სააგნეტოს ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში სრულ მზადყოფნაშია. რთველის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ქალაქ ამბროლაურში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელისუფლებისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მევენახეები ესწრებოდნენ.