პროტესტი საფრანგეთში – უნდა გამოიყენებოდეს თუ არა პესტიციდები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს

ბოლო რამდენიმე თვეა, საფრანგეთში მოსახლეობის ნაწილი ითხოვს, აიკრძალოს პესტიციდების გამოყენება საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. პროტესტი ლანგუეს მერის, დენიელ კიუფის მიერ დადგენილმა აკრძალვამ გაამძაფრა. მერმა დასახლებული ადგილებიდან 150 მეტრის რადიუსში პესტიციდების გამოყენება აკრძალა. ამის შემდეგ, ადგილობრივმა სასამართლომ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, იყო თუ არა ის უფლებამოსილი, მსგავსი აკრძალვა დაეწესებინა.

სასამართლოსთან, მერის მხარდასაჭერად, ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათი განცხადებით, აკრძალვა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან პესტიციდები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ასე არ ფიქრობს ფერმერთა უმეტესობა. ფრანგი ფერმერების მტკიცებით, თუ მსგავსი აკრძალვები ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდება, ეს დიდი დარტყმა იქნება სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.

ევროპული დირექტივის შესასრულებლად, საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს, დააწესოს ე.წ. ბუფერული ზონები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და საცხოვრებელ სახლებს შორის. ფერმერების აზრით, ეს ქვეყანაში იმპორტის მაჩვენებელს გაზრდის, რადგან ადგილობრივი წარმოება შემცირდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin