პროდუქტების ფასები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

კვლევითი პორტალის, Numbeo-ს ოქტომბერი-ნოემბრის მონაცემების თანახმად, საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, 1 ლიტრი რძე ყველაზე ძვირია და მისი საშუალო ღირებულება 3.18 ლარს შეადგენს. ოთხ მეზობელ ქვეყანას შორის, 9 დასახელების პროდუქციიდან საქართველოში მხოლოდ კარტოფილია ყველაზე იაფი (1.21 ლ).

Numbeo-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი (გადასახადების გამოკლებით) 767.36 ლარია, თურქეთში 1,371.86 ლარი, სომხეთში 951.62 ლარი, აზერბაიჯანში 859.88 ლარი, რუსეთში კი 1,486.27 ლარი.


საქართველოში 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13.5%-ითაა გაძვირებული.