პროგრამა მოსავლის დამუშავებისა და სამაცივრე ინფრასტრუქტურის შეძენისთვის

საქართველოში მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ განაცხადების მიღება დაიწყო. USAID-ი კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, დანადგარების, სასაწყობე, აგრეთვე, წინასწარი გაგრილების, დახარისხებისა და შეფუთვის ინფრასტრუქტურის შეძენაში დაეხმარება. პროგრამა ორიენტირებულია კენკროვანი კულტურების, მწვანილის, კურკოვანი ხილის, თესლოვანი ხილის მალფუჭებადი ბოსტნეულის, მანდარინისა და სუფრის ყურძნის მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და სამაცივრე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. განაცხადების მიღევა 31 მაისამდეა შესაძლებელი. დეტალური ინფორმაციის გაცნობა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გვერდზეა შესაძლებელი.