პოლიეთილენით შეფუთული სურსათი – ახალი გამოწვევა გარემოსთვის

თუ კიტრი საშუალოდ სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებს ქორფა კანს, მისი პოლიეთილენის ცელოფანში გადახვევის შემთხვევაში, ეს პერიოდი 14 დღემდე გაიზრდება.  სწორედ ამიტომ, სურსათის პოლიეთილენით შეფუთვის ბიზნესი მზარდია და როგორც National Geographic-ი წერს, ამ ბაზრის ღირებულება, მომავალი წლისთვის $370 მილიარდსაც კი მიაღწევს.

ცხადია, აღნიშნული ბიზნესი არც ისე დადებითად აისახება ეკოლოგიაზე, რადგან ზრდის პლასტიკური ნარჩენების მოცულობას. მით უფრო, რომ ოკეანეების დაბინძურების 10 ყველაზე გავრცელებული ნარჩენის სახეობებიდან 9 სახეობა სწორედ საკვებსა და სასმელს უკავშირდება. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, საკვების შესაფუთი საუალებები სიაში მეორე ადგილზეა.  გარემოს დამაბინძურებელ ნარჩენებს შორისაა ერთჯერადი ჩანგლები, დანები, თეფები და ჭიქებიც.

დედამიწის ზედაპირზე პლანეტის მოსახლოება ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ხელუხლებელი რჩება. ოკეანეებში კი ამის გამო თევზები და წყლის ცხოველები იხოცება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 2050 წლისთვის კაცობრიობის მიერ გამოყენებული პლასტმასის რაოდენობა 12 მილიარდ ტონას მიაღწევს.