2020 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს რძის წარმოების წლიურმა მაჩვენებელმა 572.5 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც 1.9 %- ით აღემატება 2019 წლის მონაცემს.
რაც შეეხება ცოცხალი პირუტყვის სულადობას, წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 923.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.2 %-ით მეტია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 449.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 %-ით აღემატება.
11 %-ით შემცირდა ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა.