“პარტიის პოზიცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით” მხოლოდ 1%-ს მიიჩნია პარტისთვის ხმის მიცემისას მნიშვნელოვნად – NDI-ის კვლევის შედეგები

რომელი საკითხი არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის ხმის მიცემისას? ამ კითხვაზე ბოლო ადგილზე „პარტიის პოზიცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით“ მოხვდა.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 1-3%-ია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin