პანდემიის გამო სასაკლაოების წარმადობა შემცირდა

2020 წელს 2019 წელთან შედარებით სასაკლაოების მიერ წარმოებული ხორცი 3 ათას ტონაზე მეტით შემცირდა. კლების ტენდენცია განსაკუთრებულად იმ თვეების მონაცემებში აღინიშნება, როცა ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კარანტინი მოქმედებდა, რამაც იმ სერვისების მუშაობა შეზღუდა, რომლებიც ქვეყანაში წარმოებულ ხორცს მოიხმარდა.

2020 წლის მესამე კვარტალში კი, წინა წელთან შედარებით, სასაკლაოების მიერ წარმოებული ხორცის რაოდენობა გაიზარდა, რაც ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდს ემთხვევა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებლის რუსუდან გიგაშვილის თქმით, გარდა პანდემიისა, აგრობიზნესს ახალი რეგულაციებიც ტვირთად დააწვა. მისი განმარტებით, 2021 წლის თებერვლიდან სექტორს ახალი ფინანსური ხარჯი აქვს. საუბარია, პირუტყვის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციის, ე.წ ფორმა 2-ის მოსაკრებლის 40-45%-იან მატებაზე. 

“თებერვლიდან გაიზარდა ფორმა 2-ის მოსაკრებელი 40-45%-ით, გააჩნია პირუტყვს, ფრინველს. ამას ემატება დენის ტარიფის 50%-იანი ზრდა, სასაკლაოებმაც გაზარდეს მომსახურების ტარიფები. 50-60-70%-ით, გააჩნია რეგიონს. მექანიზატორმა გაზარდა სერვისებზე ფასები 40-50%-ით. მაინცდამაინც წელს, პანდემიის მძიმე ფონის გათვალისწინებით, რატომ გახდა აუცილებელი მოსაკრებლების ასეთი რადიკალური ზრდა. იქნებ, სუბსიდირებების ნაწილზე უარი გვეთქვა და ამის ხარჯზე ცვლილებებზე დროებითი მორატორიუმი გამოგვეცხადებინა, ბიზნესს ამ კოვიდის ფონზე ისედაც უჭირს და წნეხია ახლა მათთვის ეს ყველაფერი” – რუსუდან გიგაშვილი.

გიგაშვილის განმარტებითვე, მოსაკრებელზე ფასების ზრდა, პროდუქციის საფასურის მატებასა გამოიწვევს. 

საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კითხვებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა უწყების პრესსამსახურმა გვითხრა, რომ კომენტარს დღეს ვერ გააკეთებდნენ. ჩვენს დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ როდის შეძლებდნენ პასუხების გაცემას გვითხრეს, რომ ხვალ კიდევ დავკავშირებოდით. 

2020 წლის IV კვარტალში სასაკლაოების მეურნეობის ძირითადი მიგნებები კი ასეთია. 

საქართველოში 2020 წლის IV კვარტალში სასაკლაოებზე 71.8 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, მათ შორის 37.7 % მსხვილფეხა, ხოლო 62.3 % წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებზე 3 281.5 ათასი ერთეული ფრინველი დაიკლა.  – ამის შესახებ საქსტატის ანგარიშში ვკითხულობთ. 

დოკუმენტის თანახმად, სასაკლაოებმა 2020 წლის IV კვარტლში 9 460.7 ტონა ხორცი აწარმოეს (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით) აქედან:

  • 30.0 % – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი;
  • 47.8 % – ფრინველი;
  • 21.5 % – ღორი;
  • 0.6 % – ცხვრისა და თხის ხორცზე,
  • ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოებზე დასაქმებულთა თვიური რაოდენობა 863-ია. უწყების თქმითვე, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში 27.6 ლარია, ცხვრის ან თხის – 12.1 ლარი, ხოლო ღორის – 25.1 ლარი.

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, რეგიონების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: 


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin