“ნუ მოჭრი ბზას” – კამპანია კოლხური ბზის გადასარჩენად

“ნუ მოჭრი ბზას” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო  ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის მიზეზი, სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, ბზის დაუდევარი ჭრაა. ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის შეძენა შესაძლებელია ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე. წელს ბზობა 21 აპრილს აღინიშნება.