ნორვეგიაში ბეწვეულის წარმოება აიკრძალება

2025 წლიდან ნორვეგიაში ბეწვეულის წარმოება აიკრძალება. გადაწყვეტილება სკანდინავიის ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო და ახალი რეგულაციის მიხედვით, ცხოველების მოკვლა ბეწვის გაყიდვის ან სხვა მიზნებისთვის კანონით დაისჯება. კანონის მიღებას უკვე მოჰყვა ფერმერთა პროტესტი. მთავრობა მათ, კომპენსაციის სახით, ჯამში 500 მილიონ კრონს გადაუხდის, რაც 54 მლნ დოლარის ექვივალენტია.