ნახევრად მდედრი და ნახევრად მამრი კარდინალი

ჩრდილოეთის კარდინალი – ასე ჰქვია იშვიათ ჩიტს პენსილვანიიდან რომელიც ნახევრად მდედრია და ნახევრად მამრი. 

ფრინველი პენსილვანიაში ორნიტოლოგმა ჯეიმს ჰილმა გადაიღო. ” საკმაოდ უჩვეულო” – ასე აღწერს იგი ჩიტს. 

“ფრინველს მარცხენა მხარეს მოქმედი საკვერცხე აქვს და მარჯვნივ სათესლე, თეორიულად, ამ ფრინველს შეუძლია შეწყვილდეს ნორმალური მამრობითი სქესის კარდინალთან და დადოს ნაყოფიერი კვერცხები, ან პირიქით შეწყვილდეს ნორმალურ მდედრობით კარდინალთან” – წერს იგი სოციალურ ქსელში. 

ჰერმაფროდიტი ფრინველი ძალიან იშვიათი მოვლენაა – განმარტავს პროფესორი ბრაიან პიერი. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ზოგიერთ სახეობაში ეს ფენომენი შეიძლება დაუდგენელიც კი იყოს. მისივე განმარტებით, ფენომენი “უჯრედის გაყოფის დროს შეცდომითაა განპირობებული”. 

ფრინველის სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში საკმაოდ გავრცელებულია. იმის გამო, რომ მდედრი და მამრი ერთმანეთისგან გარეგნულად ძალიან განსხვავდებიან, მათი ჰერმაფროდიტი სახეობის დადგენას აადვილებს.

წყარო: BBC

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin