ნაწლავის ჩხირი თბილისის ზღვის წყალში

ჩვენ მიერ ჩატარებული ალტერნატიული ანალიზით დადგინდა, რომ თბილისის ზღვის წყალში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირი, ანუ ეშერიხია კოლია, – ინფორმაციას „პარტიზანი” მებაღე ნატა ფერაძე ავრცელებს. „მოგვივიდა ლაბორატორიიდან თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყლის ანალიზის პასუხი. ანალიზი ადასტურებს წყალში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირის არსებობას, (ლაქტოზა დადებითის, რაც ნიშნავს, რომ დაავადების გამომწვევია). 1 წელია, ამ ფაქტზე ინფორმირებულია ყველა სათანადო უწყება, რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია ფაქტს. წყალი (კანალიზაცია ანუ) ამ მილიდან დღემდე ჩაედინება. თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ  მათმა უწყებამ ერთი წლის წინ მიიღო აღნიშნულის შესახებ განცხადება, თუმცა დარღვევას რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. თბილისის ზღვის რეზერვუარიდან დედაქალაქის თიტქმის მესამედს მიეწოდება წყალი.„საქართველოში ონკანის წყლის დალევა საფრთხის შემცველია“ –  ამ ინფორაციას  Daily Mail-ი ჯერ კიდევ მარტის თვეში ავრცელებდა. უცხოური გამოცემა წერდა, რომ საქართველო იმ 187 ქვეყანას შორისაა, სადაც ჯანსაღი სასმელი წყალი არ არის.