ნამახვანჰესის პროექტის მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება ჩაერთვება

ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, საკითხზე შეთანხმება ონლაინ ფორმატში მოხდა. შეთანხმების მიხედვით,  ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლე პირადად შეისწავლის. 

“მას უშუალო კომუნიკაცია ექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათთან, ვინ კითხვებს და წუხილებს გამოთქვამენ, მოხდება მთლიანად გარემოსდაცვითი პროცესის და დაკავშირებული პროცედურების რევიზია. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა არის ის მთავარი პლატფორმა, რაზეც აშენდება ნდობა პროექტის ირგვლივ და ზოგადად ქართული ენერგეტიკის ირგვლივ“, – თქვა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ როგორც განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, მთავრობაა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის, შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ასევე შესაძლებელი გახდება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება.

უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin