ნამახვანჰესის არაშენებას არ განვიხილავთ – ეკონომიკის მინისტრი

“საკითხი იმისა, რომ ჰესი არ აშენდეს ამას ჩვენ საერთოდ არ განვიხილავთ”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, კაშხლის ასაშენებლად დამატებითი კვლევები მხოლოდ იმიტომ ტარდება, რომ მოსახლეობაში არსებული უნდობლობა გაქარწყლდეს. 

“პროექტი არ გადადებულა, ის განხორციელდება. რაც შეეხება კაშხალს, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ნაგებობა, აშენდება მას შემდეგ, რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება. აშენდება კაშხალი, მაგრამ აშენდება როდესაც ყველა დარწმუნდება იმაში, რომ ის უსაფრთხოა. ძალიან დეტალური დასკვნები არსებობს, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა გააკეთეს, მაგრამ რადგანაც გაჩნდა უნდობლობა და კითხვები, რამდენად მართლაც უსაფრთხოა ეს დასკვნები, გავახსნევინეთ ეს ყველაფერი და ყველა ექსპერტს, ვინც არის დაინტერესებული, შეუძლია იხილოს და გადაამოწმოს. თუ დადგა მომენტი, რომ რაიმე შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზადაა დამატებითი ხარჯი გაიღოს, დააზუსტოს მდებარეობა, შეცვალოს მასალების ხარჯი, დააზუსტოს ტექნოლოგია, მაგრამ საკითხი იმისა, რომ ჰესი არ აშენდეს, ამას, უბრალოდ, არ განვიხილავთ”, — განაცხადა თურნავამ ღამის კურიერში.

“კვლევები აქამდე უნდა ჩაეტარებინათ, სანამ ნებართვას გასცემდნენ” – ამბობს ჩვენთან საუბრისას მაკა სულაძე ეკონომიკის მინისტრი საპასუხოდ. მისივე თქმით, რიონის ხეობაში აქცია სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ მოსახლეობას ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ინფორმაცია დეტალურად არ გააცნეს და შესაბამისი კვლევები ვერ წარუდგინეს. 

„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მდინარე რიონზე, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში შენდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანახმად:

ჰესის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტია;

სავარაუდო წლიური გამომუშავება — 1496 გგვტ/სთ;

ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი — 2023 წელი;

საინვესტიციო ღირებულება — 750 მლნ აშშ დოლარი;

კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს უნდა შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში 163 დღეა  ჰესის მშენებლობას უწყევეტ რეჟიმში აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin