ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს მასშტაბით, ნადირობის სეზონის გახსნიდან უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

სამცხე-ჯავახეთში – 21,

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 18,

აჭარასა და გურიაში – 14,

სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7,

ქვემო ქართლში – 6,

კახეთში – 5,

თბილისში – 3.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში მოქალაქეები მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. ამავე პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.

2020 წლის ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო.

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin