მხარს ვუჭერთ ქართველ აქტივისტებს მავნე ჰესების წინააღმდეგ ბრძოლაში – CAN EECCA

ნამახვნიჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით, ორგანიზაცია კლიმატის სამოქმედო ქსელი (CAN EECCA) ეხმაურება. 

ორგანიზაციის განცხადებით ისინი სოლიდარობას უცხადებენ, აქტივისტებს და იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც რიონის ხეობაში “საზიანო პროექტის” მშენებლობას აპროტესტებენ. 

“ორგანიზაციების არაერთი მიმართვის მიუხედავად, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებსა და ჰესის ინვესტორებს არ გადაუდგამთ ქმედითი ნაბიჯები პროექტის დოკუმენტაციისა და გზშ-ს გასაუმჯობესებლად. ეს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პოლიტიკას კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის და პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების უნდობლობას იწვევს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვითვე,  პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საერთაშორისო ინტერესის საკითხია. ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რაც ქვეყანას ავალდებულებს დაიცვას ევროკავშირთან შესაბამისობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და სწორად შეაფასოს გარემოზე ზემოქმედების რისკები. 

განცხადების მიხედვით სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები ასეთია:

  • ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას რისკის შეფასებისა და პრევენციის საკანონმდებლო-მარეგულირებელი ჩარჩოს შესრულება და დაცვა, აგრეთვე არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ნამახვანის პროექტის მშენებლობის გაუქმება;
  • მორატორიუმის გამოცხადება საქართველოში დაგეგმილი ჰესების ყველა პროექტისთვის;
  • ენერგეტიკის სექტორის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ფართო საზოგადოების ჩართულობით (ადგილობრივი მოსახლეობის ჩათვლით).
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin